saqarTvelos mdinareebi - wyaltuboswyali

ტერიტორიული ერთეულები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
სათავე 42°18`50` ჩ. გ. 42°35`39` ა. გ.
შესართავი გუბისწყალი 42°15`40` ჩ. გ. 42°30`20` ა. გ.
სიგრძე 23 კმ
წყლის ხარჯი (საშ.) 1.5 მ³/წმ

 

მდინარე საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. ერთვის მდინარე გუბისწყალს მარცხენა მხრიდან, სოფელ მაღლაკთან. სათავე აქვს ქალაქ წყალტუბოს ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 100 მ სიმაღლეზე. სიგრძე 23 კილომეტრი. საზრდოობს წვიმის, თოვლის და მიწისქვეშა წყლით. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 1,5 მ³/წმ.

მდინარეში ბინადრობს სხვადასხვა სახეობის თევზი: ქაშაპი, შამაია, წვერა, კოლხური ტობი (Chondrostoma colchicum), ღორჯო (Gobius cephalarges), ფარგა (Lucioperca lucioperca) და სხვა.